ცაგერში მრავალშვილიან დედებს მუნიციპალიტეტის მერიამ საჩუქრები გადასცა
ცაგერის მუნიციპალიტეტმა კორონავირუსთან დაკავშირებით დედის დღისა და სარვამარტო ღონისძიებები გადადო, მაგრამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ქალებსა და მრავალშვილიან დედებს სახლებში ეწვია და საჩუქრები გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი გუგავა და მერის მოადგილე, მიხეილ მეშველიანი მრავალშვილიან დედებს ესტუმრნენ.
როგორც ცაგერის მერმა განაცხადა, ცაგერის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან დედებს შეხვდნენ და გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე მიულოცეს.
“გადავეცით მცირედი საჩუქრები. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბური ღონისძიებები გაუქმდა, ჩვენ მაინც მივალთ თითოეულ მათგანთან და მივულოცავთ დედის დღეს და ასეთი 23 მრავალშვილიანი დედა ცხოვრობს მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა ცაგერის მერმა