ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კორონავირუსთან დაკავშირებულ სადეზინფექციო სამუშაოებში პირადად ჩაერთვნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში – როგორც საქალაქთაშორისო, ასევე მუნიციპალურ სატრანსპორტო საშუალებებში.
სადეზინფექციო სამუშაოებში უშუალოდ ჩაერთულნი არიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც.
ქვედა ცაგერის ბაღში მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, მოადგილე მიხეილ მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გუგავა სპეციალური ტანსაცმლითა და სადეზინფქციო აღჭურვილობით პირადად მონაწილეობდნენ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო კამპანიაში.

აღსანიშნავია, რომ აღჭურვილობა და სადეზინფექციო საშუალებები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები