“წინა წლის ზამთრის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ქუთაისის ცენტრში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა”
“წინა წლის ზამთრის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ქუთაისის ცენტრში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაზრდილია”, – ამის შესახებ DMO Imeret-ის ელექტრონული მარკეტინგის, მედიისა და პიარის მენეჯერმა, მარი დევიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველო ახალი კორონავირუსის გამო რისკ ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდა, ტურისტების შემოდინების დინამიკა საგრძნობლად დაიკლებს.
“სავსებით ლოგიკურია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები და ქვეყანა რისკ ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდა, ტურისტების შემოდინების დინამიკა საგრძნობლად დაიკლებს. ჩვენმა სამსახურმა უკვე დააგზავნა მეილები როგორც სასტუმროებთან, ასევე, ტურისტულ კომპანიებთან, რათა მივიღოთ შედარებით ზუსტი სურათი შექმნილი ვითარების შესახებ.
საინფორმაციო სერვის ცენტრში მიღებულია პრევენციისთვის აუცილებელი და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით აუცილებელი ზომები. შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მსოფლიო მაშტაბით სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ტურიზმის სფეროში, ასეთ ვითარებაში პრიორიტეტი ადამინების ჯანმრთელობაა და აქედან გამომდინარე ყველა იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესრულებაა, რომლებსაც გასცემენ შესაბამისი უწყებები”, – განმარტა მარი დევიძემ.