რუსეთის საგრეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მასშია განმარტებული, უწყება თვალს ადევნებს 22 მარტს დაგეგმილ “არჩევნებს”.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას აფხაზეთში, მათ შორის 22 მარტისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს“…
„მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ არასაჭირო ემოციებს და იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დემოკრატიული პროცედურების დაცვით. რუსეთი დაინტერესებულია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში მოძმე აფხაზეთში, მრავალმხრივი ურთიერთობების განმტკიცების ერთგული რჩება და აგრძელებს რესპუბლიკისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების გაწევას“, – წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება ე.წ. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ასლან ბჟანიას განმეორებით ავადმყოფობას, უწყების ინფორმაციით, კრასნოდარში ექიმები მას საჭირო დამხარებას უწევენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბჟანიას ჯანმრთელობა უსურვა. უწყების იფნორმაციით, ავადმყოფობის მიზეზების შესახებ მათ უკვე აცნობეს აფხაზ პარტნიორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები