Turkish Airlines-ის მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც თვითმფრინავი სტამბულში უმგზავროდ ჩაფრინდა

Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა – ეკიპაჟის ყველა წევრს კარანტინში მოათავსებენ.

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი სტამბულში უმგზავროდ ჩაფრინდა, რადგან ერთ-ერთ მათგანს Covid-19 გამოუვლინდა.

დაინფიცირებული საფრანგეთის მოქალაქე აღმოჩდა.

თვითმფრინავი ლონდონიდან სინგაპურში მიფრინავდა. უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟის ყველა წევრი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნება მოთავსებული.

სულ ბორტზე 143 მგზავრი, პილოტი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები