სოფელ განთიადში შიდა გზისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ განთიადში შიდა გზისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ინფრასტრუქტურული პროექტი 1243 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა, პროექტის ღირებულებამ 956 124 ლარი შეადგინა.
შესრულებული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან, – ბადრი სუბარსა და არიფ სულეიმანოვთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები