Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები კანადაში 50 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს

„არაბთა გაერთიანებული საამიროები კანადაში 50 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ენერგეტიკა და სამთო-მომპოვებელი პროექტები“, – ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს.

„როიტერსის“ ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები საზღვარგარეთ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების გაფართოებას ცდილობს, განსაკუთრებით ახლახან შექმნილი კომპანია XRG-ის მეშვეობით, რომელიც აბუ-დაბის ნავთობის მსხვილი კომპანიის, ADNOC-ის, უცხოური ინვესტიციების განყოფილებაა.

როგორც გამოცემა წერს, აბუ-დაბი დიდ ინვესტიციებს დებს ასევე ხელოვნურ ინტელექტში და ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ჰაბის აშენებას გეგმავს.

გამოცემის ცნობითვე, არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების სამინისტროს თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის მიერ, აბუ-დაბიში მისი ვიზიტის ფარგლებში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები