მარნეულში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი შენდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი სოფლის – შაუმიანისა და ხიხანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ახალი ხიდი შენდება.
ხიდის ტერიტორიაზე მდინარე შულავერა გაედინება, სადაც არსებული ძველი ხიდი წლების დაიშალა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი იყო და მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ სოფელ შაუმიანის ხიდის დემონტაჟისა და ადგილზე ახალი კაპიტალური ხიდის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო გზაზე გადასასვლელი ხიდი სარეგულაციო და დამცავი ნაგებობებით აშენდება.
ხიდის სამშენებლო სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.
ინფრასტრუქტული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 452 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები