ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ქალი დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ქალი დააკავეს. უკანონოდ დაკავების დეტალები და გატაცებულის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
“ვადასტურებთ უკანონო დაკავების ფაქტს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.