ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანი შეიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანი შეიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ შორის ორი დედა-შვილია, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა.

დანარჩენი ორიდან ერთი გერმანიიდან, მეორე კი საფრანგეთიდან არის ჩამოსული.

როგორც კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, ანალიზის ნიმუშები ლუგარში იგზავნება და პასუხები დღის ბოლოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები