მარტვილის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ 21-ვე საბავშვო ბაღში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.
სადეზინფექციო სამუშაოების ფარგლებში,  იატაკების, კედლების, მაგიდის ზედაპირების, სათამაშოებისა და ყველა იმ საგნის დამუშავება, რომელთანაც შემხებლობა აქვთ ბავშვებს სპეციალური საშუალებებით ხორციელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 მარტს განახლდება.
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით ამოქმედებულია სამუშაო ჯგუფები.
დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.
საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები