გია ვოლსკი: საერთოდ, რუსეთი საფრთხეა და არამარტო საქართველოსთვის, კიბერშეტევა ამ საფრთხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით რუსეთი საფრთხეა და არამარტო საქართველოსთვის, კიბერშეტევა კი ამ საფრთხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

“საერთოდ, რუსეთი საფრთხეა და არამარტო საქართველოსთვის. კიბერშეტევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ამ საფრთხისა, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რასაკვირველია და პარტნიორებმა ვრცელი და საკმაოდ პრინციპული განცხადებები გააკეთეს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის – აშშ-მაც. თემა მნიშვნელოვანია და იმდენი მნიშვნელოვანი პროცესი მიდის ჩვენს გარშემო, რომ, ალბათ, საქართველოს საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს თავის ყოველდღიურობას. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არსებობს, პოლიტიკოსებს კიდევ განსაკუთრებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ყველანაირ თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები