“სკოლაშიც და ოჯახშიც, მასზე მიმდინარეობდა ძალადობა” – დედის და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

დედის და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებული ბიჭის ადვოკატის განცხადებით, ახალგაზრდა ოჯახის წევრების მხრიდან, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

“კონფლიქტი ნამდვილად იყო, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ვფიქრობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრების მხრიდან, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. დედაც და ბებიაც მას სთხოვდნენ მოქცეულიყო ისე, როგორც მათ უნდოდათ. ოჯახში მუდმივად კამათი იყო ძალიან წვრილმან საკითხებზეც და ეს მასზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. ამ ეტაპზე ბრალი წარდგენილი არ არის, შესაბამისად, პოზიციასაც ვერ დავაფიქსირებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის 18 წლის, არსად არ მუშაობდა, მე-12 კლასის მოსწავლე იყო. მის მიმართ სკოლაშიც და ოჯახშიც, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა,” – აცხადებს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები