ზუგდიდის მერია ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სხვადასხვა პროფესიის ქალებს საჩუქრად საოჯახო ტექნიკას გადასცემს

 

ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს.

კანდიდატების შერჩევას ზუგდიდში მოქმედი 20 სხვადასხვა ორგანიზაცია მოახდენს, მათ შესაბამისი წერილი მერიის მხრიდან უკვე გაეგზავნათ.

როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, ზუგდიდის მერია დამსახურებულ ზუგდიდელ ქალებს, სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს, საჩუქრად საოჯახო ტექნიკას გადასცემს.

მათი თქმით, საჩუქრების შერჩევა შესაბამისი კონსულტაციების შედეგად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები