ხობში სტუმრის მიერ დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ქალი, რომელსაც თავდასხმის შედეგად მამაკაცმა თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. ის ქუთაისის საავადმყოფოში მართვით სუბნქვაზე იმყოფებოდა.
ხობში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელ ქალთან ერთად, მასპინძელი მამაკაცი დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი ხობის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა.
ბრალდებულ ი.ა- ს ზუგდიდის რაიინულმა სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებას პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 108-ე განზრახ მკვლელობის და 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით აქვს წარდგენილი.
ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობის მიზნით, შესაბამის მედიკამენტებს იღებდა.
შემთხვევა ხობში, პირველ თებერვალს მოხდა.