“ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ სიბერეში ასე ვიცხოვრებდი” – 75 წლის მარტოხელა მოხუცი ცივ ზამთარს თბილ სახლში გაატარებს (ვიდეო)

დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ადამიანური ზრუნვა და სითბო გარკვეული მიზეზების გამო აკლიათ. ერთ დროს წარმატებული ფეხბურთელის, 75 წლის გიული კეკელიას უმძიმესი საცხოვრებელი პირობების შესახებ, „რეგიონულმა კვირამ“ – გასული წლის ოქტომბერში გიამბოთ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, ავადმყოფი პენსიონერი წლებია უმძიმეს პირობებში მარტო ცხოვრობს. ჩვენი სიუჟეტის გმირის ისტორია წესით დღესაც სევდიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა კეთილი ადამიანების დახმარებით და გულისხმიერებით, 75 წლის მოხუცი, ცივ ზამთარს ახალ, თბილ სახლში გაატარებს.
დედის დანგრეულ სახლში მცხოვრები ფეხბურთელის პრობლემა სამთავრობო პროექტ „ღია შევხედრების“ ფარგლებში, გასული წლის ოქტომბერში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
სამეგრელო ზემო -სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია ზემოაღნიშნული შეხვედრის შემდგომ, ადგილზე გაეცნო კეკელიას უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს და მას დახმარებას დაპირდა.
ახალი სახლისთვის შესაბამისი ავეჯი, ინვენტარი და ტექნიკა, ვიცე-გუბერნატორმა თავად უზრუნველყო. სახლის სამშენებლო სამუშაოებს კი ადგილზე მონიტორინგს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია და სოფელ ბანძის ადმინისტრაციული ერთეულში მერის რწმუნებული, ელისო კოტია უწევდნენ.
კეთილ საქმეში, ასევე ჩართული იყო კერძო სექტორიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები