რატი იონათამიშვილი: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს და, მათივე ლოგიკით რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ისინი რუსეთის უკრაინაში თავდასხმას აქეზებენ

“დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს და, მათივე ლოგიკით რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ისინი რუსეთის უკრაინაში თავდასხმას აქეზებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ვინმეს თუ მოსწონს, საკუთარ თავს უხერხულ პოზიციაში ჩაიყენებს.

„მაშინ, როდესაც უკრაინაში მშვიდობა ყველაზე ახლოს იყო, ომის გაგრძელების მთავარი კატალიზატორი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დიდი ბრიტანეთი ამსუბუქებს და, მათივე ლოგიკით რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ისინი რუსეთის უკრაინაში თავდასხმას აქეზებენ. დიდი ბრიტანეთის მმართველობა აქამდე მივიდა. ეს ვინმეს თუ მოსწონს, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს უხერხულ პოზიციაში ჩაიყენებს. დიდი ბრიტანეთი ერთი ხელით, ფაქტობრივად, რუსეთს ეხმარება და მეორე ხელით საქართველოსგან თავის გაწირვას ითხოვს. ეროვნული ხელისუფლება რომ არ ყოფილიყო, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა? ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მათ არც უკრაინის და არც უკრაინელი ხალხის ბედი აინტერესებდათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის გამო რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები