,,მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე ლეგენდებში იყო გახვეული” – სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე

21 მაისი სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

,,ერთ დროს ქართველ გოგონებს ნატვრა ჰქონდათ: ღმერთო, მომეცი ბედნიერი ცხოვრება, კარგი მეუღლე და ისეთი ლამაზი გამხადე, როგორიც სოფიკოაო! კოლეგები “ცისარტყელას” ადარებდნენ იმდენად კაშკაშა, არაორდინალური და მრავალფეროვანი იყო. მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე ლეგენდებში იყო გახვეული. სოფიკომ იცოდა, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობდა, მამამ დედას პირველი კოცნის სამახსოვროდ აუშენა.

კულისებიდან უყურებდა გენიალურ ვერიკოს და უკვირდა, რა დიდიაო სცენა. მერე, როცა სცენა, ისე დიდი აღარ ეჩვენებოდა, ქართულ ხელოვნებაში კიდევ ერთი ლეგენდა დაიბადა…

დღეს სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა”,  – წერია გახსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები