მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს

„ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 6 ფაქტი აღიკვეთა, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 283 724 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კანონდამრღვევ 4 მოქალაქეს სანქციის სახით, თითოეულს 3 000 ლარი შეეფარდა ხოლო, 2 მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები