რატი იონათამიშვილი: 26 მაისი იქნება ძალიან მტკივნეული და მწარე მარცხი მთლიანად რადიკალური ჯგუფებისთვის
“26 მაისი იქნება ძალიან მტკივნეული და მწარე მარცხი მთლიანად რადიკალური ჯგუფებისთვის,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, მით უფრო გაიზრდება დაპირისპირება რადიკალურ ჯგუფებში, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ მზაკვრულმა გეგმებმა მორიგ ჯერზე სრული კრახი განიცადა და ახლა სწორედ ამის ლუსტრაციას და აღიარებას ვხედავთ.
„26 მაისი იქნება ძალიან მტკივნეული და მწარე მარცხი მთლიანად რადიკალური ჯგუფებისა და პროცესებისთვის. რა თქმა უნდა, აგენტურულ ხაზში სააკაშვილი დგას პირველ ხაზში. ის არის ყველაზე დიდი აგენტი. ჩვენმა საზოგადოებამ ესეც ძალიან კარგად იცის, ამიტომ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ რომელ საფეხურზე დგას ამ აგენტურულ იერარქიაში – 26 მაისი ყველას თანაბრად ეტკინება, ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა“, – აცხადებს იონათამიშვილი.