თორნიკე მამალაძე: დეკანოზს პარალიზებული ფეხი ორი სანტიმეტრით აქვს დამოკლებული

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის თქმით, სასულიერო პირს პარალიზებული ფეხი ორი სანტიმეტრით აქვს დამოკლებული. “დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. პარალიზებული ფეხი ორი სანტიმეტრით აქვს დამოკლებული. პატრიარქმა იცის, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, ის კერპი, რაც ამ წლების განმავლობაში მის მიმართ არის შექმნილი, დაიმსხვრევა. ეს არის მაგალითი, რომ ვინც ხმას ამოიღებს ყველა ასე დაისჯება”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები