ონის მერმა მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან გამართა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან გამართა.
შეხვედრაზე საუბარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს და მიმდინარე საკითხებს შეეხო.
როგორც “კვირას” ონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ემზარ საბანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ აღნიშნულ პროგრამაში შეტანილი ცვლილებები სოფლის საბაზისო საჭიროებების მოგვარებას ემსახურება, რაც მუნიციპალიტეტს დაეხმარება ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული პრიორიტეტული პროექტებთან ერთად სასურველ შედეგზე გავიდეს. მისივე თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად მერის წარმომადგენლები და დეპუტატები გაორმაგებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს, მათ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობაში აქვთ სოფლის მოსახლეობასთან და ყველაზე უკეთ იციან სოფლების საჭიროებები.
მერის პირველი მოადგილის განცხადებით, თითოეულმა წარმომადგენელმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს მოსახლეობას თავიანთ თემებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია, რათა მათ არ ჰქონდეთ უყურადღებობის განცდა და იხილონ მათ მიერ დაყენებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად გადადგმული ქმედითი ნაბიჯები.