“პეტერ ფიშერს ზაფხულში უფლებამოსილება შეუწყდება და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს” – თენგიზ შარმანაშვილი

“პეტერ ფიშერს ზაფხულში უფლებამოსილება შეუწყდება და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს – შემოიტანოს განაცხადი და იქნებ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს სანქციებით ვერავინ შეაშინებს, ვერც გერმანია და ვერც ვერავინ.

“ეს თემა დავხუროთ. პეტერ ფიშერის გამონათქვამების კომენტირებას უკვე აზრი დაეკარგა. ვიცი რომ აკრძალულია დიპლომატის რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება, მაგრამ ზაფხულში ხომ შეუწყდება უფლებამოსილება. მას ვადა გასდის და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. შემოიტანოს განაცხადი და იქნებ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს. იმათზე უარეს განცხადებებს აკეთებს და იმათზე უფრო რადიკალურია. ღმერთმა ხელი მოუმართოს თუ ასე უნდა. მე უკვე მას როგორც გერმანიის წარმომადგენელს არ ვუყურებ, მე მას ვუყურებ როგორც რადიკალური ქართული და დასავლური მოძრაობების წარმომადგენელს საქართველოში“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანიამ საქართველოში 370 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსება შეაჩერა მას შემდეგ, რას “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადაუხვია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები