გურამ მაჭარაშვილი – საქართველოს ამუნათებდნენ და ახლა საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპამ რუსეთთან ერთად უნდა ააგოს უსაფრთხოება

“საქართველოს ამუნათებდნენ და ახლა საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპამ რუსეთთან ერთად უნდა ააგოს უსაფრთხოება,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ უკრაინას აღარ ეკითხებიან, მომავალში მისი ბედი როგორ იქნება, ამას დიდი სახელმწიფოები წყვეტენ.

„ჩვენ რუსეთთან ერთად მოგვიწევს უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობა – ეს განცხადება მე არ მეკუთვნის, ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა. სამი წლის თავზე, როცა ემანუელ მაკრონი ევროპის სახელით აკეთებს განცხადებას, არ გრცხვენიათ? სამი წლის წინ საქართველოს ამუნათებდნენ, რუსეთთან არა მხოლოდ კონფლიქტი გქონდეთ, არამედ სამხედრო კონფლიქტში შედით, ყველაფერი რუსული ხიხია არისო. ამას არ გვეუბნებოდნენ? თურმე არამც თუ ხიხია, კარგი ყოფილა, თურმე რუსეთი ევროპა ყოფილა და რუსებთან ერთად ევროპაში უსაფრთხოება უნდა ააშენონ.
აქაურ „დიფ სთეითს“, „ნაცმოძრაობას“ ვეკითხები, სად არის მათი ლოგიკა – მაკრონმა ანტიევროპული განცხადება გააკეთა? რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო არის თუ არაო, თქვენ არ მეკითხებოდით? საფრანგეთის პრეზიდენტს რატომ არ ეკითხებით, ტერორისტ სახელმწიფოსთან და ტერორისტ პრეზიდენტთან როგორ აპირებს უსაფრთხოების პოლიტიკის აგებას ევროპაში? არ სვამთ კითხვას, რადგან არაობიექტურები ხართ. უსამართლობის ანი-ბანი ეს არის. ეს ლიბერალური ზღაპარი ასე დასრულდა, „დიფ სთეითის“ ზღაპრის დასასრული ასეთი რომ იქნებოდა, ამიტომ ვსაუბრობდით. წარმოიდგინეთ, საქართველო უკრაინის დღეში რომ იყოს. სამწუხაროდ, უკრაინას აღარ ეკითხებიან, მომავალში მისი ბედი როგორ იქნება, ამას დიდი სახელმწიფოები წყვეტენ. მაკრონი არ ამბობდა, საქართველო გეოგრაფიულად ევროპა არ არის და რუსებთან კონფლიქტი თქვენ უნდა გქონდეთო? ახლა რუსეთს ჩაეხუტა. თურმე, ევროპამ რუსეთთან ერთად უსაფრთხოება უნდა ააგოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები