ბათუმში მეზობლებს შორის დაპირისპირება იყო
ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე ხმაური იყო.
არსებული ინფორმაციით, მეზობლები ყოფით ნიადაგზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.