თენგიზ შარმანაშვილი – კაცობრიობამ ვერანაირი სანქცია ვერ მოიგონა, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებას გადაგვაფიქრებინებს

“დიპლომატიური პასპორტებით შესვლის შეზღუდვა რამდენიმე თვეა მოქმედებს, პოლიტიკური პერფორმანსი გრძელდება, რაც არაფრის მომცემია. იციან, რომ ჩვენზე ეს შანტაჟი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდზე ვერანაირი შანტაჟი ვერ იქონიებს გავლენას.

„კაცობრიობამ ვერანაირი სანქცია ვერ მოიგონა, რომელიც ჩვენ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებას გადაგვაფიქრებინებს. თუ ამაში კიდევ ვერ დარწმუნდნენ, შეუძლიათ, თავიანთი პოლიტიკა გააგრძელონ. არანაირი ძალა და შანტაჟის არანაირი ფორმა არ არსებობს, რომელიც ჩვენ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებას დაგვათმობინებს. 50-100 კაცი, ვინც პარლამენტთან იკრიბება, მგონი, ამ ყველაფერს მათ დასანახად აკეთებენ, რადგან უკვე თავადაც ხედავენ, რომ ამ ყველაფერს ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები