თურქმა მამაკაცმა ეპშტეინთან მსგავსების გამო საზღვარგარეთ მოგზაურობა გააუქმა

თურქეთის მოქალაქე რიფატ ოზდემირმა განაცხადა, რომ მას ცნობილ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან ფიზიკური მსგავსების გამო პრობლემები აქვს.

ის ამბობს, რომ ბოლო დროს ქუჩაში ხალხმა მას არამეგობრული მზერა დაუწყო და მისი ცხოვრება ნამდვილ „კოშმარად“ იქცა. გარდა ამისა, ამ მსგავსებამ აიძულა, საზღვარგარეთ მოგზაურობის გეგმები გაეუქმებინა.

„მე საზღვარგარეთ წასვლას ვგეგმავდი, მაგრამ ახლა, ეპშტეინის სიტუაციის გამო, ყველა გეგმა გაუქმდა“, – თქვა ოზდემირმა.

მან აღნიშნა, რომ საკუთარ ქვეყანაში შეძლებს ახსნას, თუ ვინ არის, მაგრამ საზღვარგარეთ შესაძლოა, შეხვდეს ისეთ ადამიანებს, “რომლებზეც ამ ამბავმა დიდი გავლენა მოახდინა და რომლებსაც თავდასხმა მოუნდებათ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები