ბათუმში ახალი წლის ღამეს ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებისთვის სპეციალურად ღამის 01:30 საათამდე იმოძრავენენ – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
“ხვალ, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებისთვის სპეციალურად ღამის 01:30 საათამდე იმოძრავენენ. ყველა მუნიციპალური ავტობუსი ახალწელთან დაკავშირებით მოსახლეობას 22:00 საათიდან უფასოდ მოემსახურება”,- ნათქვამია ბათუმის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.