ირანმა რუბიო ტაჯ-მაჰალის მონახულების გამო გააკრიტიკა
ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში ირანის საკონსულომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ირანის კონფლიქტის ფონზე ტაჯ-მაჰალის მონახულების გამო გააკრიტიკა.
მანამდე, სახელმწიფო მდივანი და მისი მეუღლე რუბიოს ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ტაჯ-მაჰალის კომპლექსს ეწვივნენ.
„რუბიოს ისტორია ან არქიტექტურა რომ სცოდნოდა, იქ ფოტოს არ გადაიღებდა. ეს მავზოლეუმი იმპერატორის [დიდი მოგოლის] ირანელი ცოლის სიყვარულით აშენდა და გენიალური ირანელი არქიტექტორების ნამუშევარია. ამასობაში, მისი მთავრობა ირანული ცივილიზაციის დედამიწის პირისაგან განადგურებით იმუქრება“, – განაცხადა საკონსულომ სოციალურ ქსელში.