ცხინვალის ე.წ. სასამართლოში დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ცხინვალის ე.წ. სასამართლოში დღეს, ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესი გაიმართება.

ე.წ. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

პირველი სხდომა 13 დეკემბერს შედგა, რომელსაც თავად გაფრინდაშვილი ადვოკატთან ერთად ესწრებოდა. სასამართლომ ექიმი პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი ე.წ. პატიმრობა 15 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები