“ქებურია – ნადირაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა დამოკიდებულია გუშინ მომხდარი ინციდენტის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე”

ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა დამოკიდებულია სხდომათა დარბაზში გუშინ მომხდარი ინციდენტის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე, – აშნუშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, ამ საკითხის პოლიტიკური და სამართლებრივი მხარეები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რადგან მარტივი არ არის, როცა ტოქსიკური მოწამვლის ნიშნები არის პარლამენტის სხდომათა დარბაზში და როცა ამას პარლამენტის ორი წევრი აკეთებს. ამაზე პასუხისმგებლობას „სირცხვილია“ და „ევროპული საქართველო“ იღებენ. ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ტერორისტების ლექსიკით საუბრობენ. ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ძალა და ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ეს არის ისტერიკა და სასოწარკვეთილება, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა ამჟღავნებს. გუშინ გიგა ბოკერია დაგვემუქრა, რომ დარჩენა ღამის თევით მოგვიწევდა, მაგრამ ეს ჩაუვარდათ, 200 „ნაციონალი“ ძლივს შეკრიბეს პარლამენტთან. ტოქსიკური მოწამვლის სახით რაც მოხდა, ეს იყო ისტერიკისა და სასოწარკვეთის გამოვლინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები