ფოტის კარაიანოპულოსი: მომავალში იგეგმება ბევრი ორგანიზაციის რეგისტრაცია და ისინი კიდევ უფრო გაძლიერდებიან

ამბროლაურში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ “აფხაზინტერკონტის“ მონიტორინგის ჯგუფი და CSSIGE პროექტის შეფასების გუნდის ხემძღვანელი-ევროკავშირის მისია საქართველოში, ფოტის კარაიანოპულოსი ეწვია.

ფოტის კარაიანოპულოსმა მხარეში პროექტის მიმდინარეობის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, ოთხი მუნიციპალიტეტის კერძო სექტორის,არასამთავრობო და  სამთავრობო სტრუქტურისა და მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

შეხვედრას ცაგერის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლობასთან იმ სიკეთეებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ პროექტის განხორციელებას ახლავს თან.

შეფასების გუნდის ხელმძღვანელმა, ფოტის კარაიანოპულოსმა “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრა, რომელიც სამოქალაქო ინიციატივის განვითარების ფარგლებში, მონიტორინგის შეფასების კუთხით ჩატარდა, ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იყო.

“დღევანდელი შეხვედრა იმის საწინდარია, რომ ამ მხარეში უფრო ეფექტური და პროდუქტიული გახდეს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის პროექტის გაგრძელება. ჩვენ არ დაგვისრულებია ჯერ პროექტი და შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ ყველაფერზე,თუმცა გეტყვით, რომ მომავალში იგეგმება ძალიან ბევრი ორგანიზაციის რეგისტრაცია და ისინი კიდევ უფრო გაძლიერდებიან“,- განაცხადა ფოტის კარაიანოპულოსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები