საბჭოთა იმპერია-სახელმწიფო, რომელმაც კანიბალები და მორჩილების ცნობიერება შექმნა
„ბებია ჰყვებოდა, რომ როცა ძალაგამოცლილი ეზოებში რაიმე საკვების მოსაძებნად დადიოდა, დაინახა, მისმა მეზობელმა ქალმა ხელში აყვანილი ჩვილი გამოიყვანა, ჯერ ის ჩააგდო ჭაში და მერე თვითონ ჩახტა.“
„დედამ სოფლის გზაზე ცხოველის ნაწლავები იპოვა და სახლში გამოიქცა. კარი ჩავრაზეთ და ნაწლავები ქვაბში მოვხარშეთ.
გარეთ მეზობლები იდგნენ და კარების ჩამტვრევას ლამობდნენ. დედამ ბაბუის თოფი გადმოიღო და ყველას მოკვლას დაჰპირდა, თუმცა სისუსტისგან ფეხზე ძლივს იდგა. მაშინ გადავრჩით. იმ ზამთარს ჩემი უმცროსი და-ძმა შიმშილისგან მაინც დაიღუპა. დედამ მათი გვამები ისე დამარხა, რომ არავის გაეგო.“
„სოფლის გზებზე ცხედრები ეყარა, უმრავლესობა გასიებული იყო… შიმშილისგან ხალხი სივდებოდა და ისე კვდებოდა.“
შეიძლება, ეს ფრაზები რომელიმე საშინელებათა ფილმიდან ამონარიდები გვეგონოს, მაგრამ არა – ეს რეალური ადამიანების მოგონებებია, თანაც მე-20 საუკუნიდან. ასეთი და კიდევ მრავალი ენით აღუწერელი ისტორია იმ ადამიანებს გადახდა თავს, რომელთა უმრავლესობა ვერ გადარჩა – ისინი საბჭოთა კავშირმა და ჰოლოდომორმა შეიწირა. ჰოლოდომორის მომსწრეები ჰყვებოდნენ იმის შესახებ, რომ სიგიჟემდე მისული გლეხები თავის ან მეზობლის შვილებს კლავდნენ და ჭამდნენ.
„ეს კანიბალიზმი ისეთ დონემდე მივიდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო პლაკატების ბეჭდვა – „საკუთარი შვილების ჭამა ბარბაროსობაა!“ – წერენ უნგრელი მკვლევარები, აგნეს ვარდი და სტივენ ვარდი.
ზოგიერთი მონაცემებით, ჰოლოდომორის დროს უკრაინაში, კანიბალიზმის გამო, 3000-მდე ადამიანი იყო გასამართლებული. საბჭოთა ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში მალავდა ამ მოვლენას, უშიშროების ორგანოები, უბრალოდ, ჰოლოდომორის ხსენების გამოც, კიდევ დიდხანს დევნიდნენ ადამიანებს. თავდაპირველად, საბჭოთა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, რომ უკრაინაში შიმშილის შესახებ ინფორმაცია სხვა რესპუბლიკებში არ გავრცელებულიყო. სწორედ ამ მიზნით, 1933 წლიდან ჩაიკეტა უკრაინის საზღვრები და ადგილობრივ გლეხებს ვრცელ დისტანციაზე მოგზაურობა აეკრძალათ. ახლა, თითქოს, დაუჯერებელია, მაგრამ მათ სოფლებიდან გასვლის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. შიმშილობა წარმოჩენილი იყო, როგორც უკრაინელი ნაციონალისტებისა და ხალხის მტრების მიერ მოწყობილი შეთქმულება.
რამ გამოიწვია „ჰოლოდომორი“ და ვინ იყო მისი არქიტექტორი?
შიმშილი იმ ტერიტორიებს მოედო, სადაც მარცვლეული კულტურები მოჰყავდათ. სხვადასხვა შეფასებებით, საბჭოთა ხელისუფლების მსხვერპლი ამ ტრაგიკული მოვლენების დროს 8 მილიონამდე ადამიანი გახდა. მასობრივი შიმშილის მსხვერპლნი უკრაინის, ვოლგისპირეთის, ყუბანის, ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილის, ციმბირისა და ყაზახეთის ნაწილის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ. ჰოლოდომორი განსაკუთრებულად დიდი მასშტაბის უკრაინაში აღმოჩნდა. უკრაინის სამეცნიერო წრეები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა რესპუბლიკის ამ ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში 2-დან 5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

ბოლო წლებია, უკრაინაში ნოემბრის ბოლოს ჰოლოდომორის დროს დაღუპულთა დღეს აღნიშნავენ და უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილში 1932-33 წლების შიმშილის მიზეზი ძალადობრივი და რეპრესიული პოლიტიკა გახდა, რომელიც კომუნისტურმა პარტიამ 1931 წელს გლეხების წინააღმდეგ გაატარა – კრემლის გადაწყვეტილებით, უკრაინას ხორბლის ჩაბარების ნორმები უნდა გაეზარდა.
რა თქმა უნდა, მარცვლეულის მოსავლის მიღების იძულებითი პოლიტიკის არქიტექტორი იოსებ სტალინი იყო. 1931 წლის მოსავალი ისეთი კარგი არ აღმოჩნდა, როგორც ეს 1930 წელს იყო, გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს. სტალინის დავალებით, ვიაჩესლავ მოლოტოვი უკრაინაში საუკეთესო შედეგის „ამოსაღებად“ ჩავიდა, ლაზარე კაგანოვიჩი კი, ჩრდილოეთ კავკასიაში, რადგან იგი უკრაინაში ძალიან სძულდათ და იქ არ ჩაესვლებოდა. ხელისუფლებამ გლეხებს, რაც კი ჰქონდათ, მთელი მარცვლეულის ჩაბარება მოსთხოვა. შემსრულებლები უშუალო უკრაინელი ხელმძღვანელები იყვნენ. ამ კუთხით, ყველაზე სასტიკი ფიგურა უკრაინის ცეკას პირველი მდივანი სტანისლავ კოსიორი გახლდათ. როდესაც გლეხებმა თავისთვის გადანახული მარცვლეულის დამალვა დაიწყეს, მოხდა მისი ძალით ამოღება – ყველაფრის, ბოლო მარცვლამდე! უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში დიდ როლს მეცხოველეობა ასრულებდა, ბევრი იყო კარტოფილის ნათესი.
ამ რაიონებში ჰქონდათ პროდუქცია, რომელიც შიმშილს გადაატანინებდათ, მაგრამ მარცვლეულის მომყვანი რაიონები საშინელი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ, როდესაც მთელი მოსავალი წაართვეს; შედიოდნენ სახლებში და ჩხრეკდნენ ყველაფერს, სადაც შესაძლებელი იყო, რაიმე დაემალათ. ეს სისასტიკე თვეობით გრძელდებოდა. ერთ-ერთ მოგონებაში ნათქვამია: „სოფელში ერთი ბიძია ცხოვრობდა. ის, მისი ცოლი და შვიდი შვილი სიკვდილის პირას იყვნენ – ყველა გასიებული. რაღაც სასწაულის ძალით, ერთი გოდორი ქერი მოაგროვეს. იმისათვის, რომ მჩხრეკავებისგან დაემალა, კაცმა ეზოს უკან გზასთან ორმო ამოთხარა, ქერი პატარა ტომარაში ჩაყარა და ჩამარხა, მაგრამ ეს ადგილი იპოვეს. რამდენიმე მუჭა ქერი, რომლითაც ოჯახი უნდა გამოეკვება, წაიღეს, თავად ის კი, ცემით მოკლეს.“
ხშირად ადამიანები მუჭა მარცვალს მწოლიარე ჩვილების თავქვეშ მალავდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ მომაკვდავ ბავშვებს არ შეეხებოდნენ, მაგრამ ამაოდ, იქაც პოულობდნენ და ართმევდნენ. იმ გლეხებს, რომლებიც ხორბლის მომზადების გეგმის შესრულებას ვერ ასწრებდნენ და სახელმწიფოს მიმართ მარცვლეულის დავალიანება ჰქონდათ, სხვა პროდუქტების წართმევით ისჯებოდნენ. ეს არ ითვლებოდა ვალის გადახდად და მხოლოდ სადამსჯელო ფუნქციას ატარებდა. ნატურალური ჯარიმების პოლიტიკას გლეხი უნდა ეიძულებინა, რომ თავისთვის გადანახული მარცვლეულობა ჩაებარებინა. თავიდან სადამსჯელო რაზმებს ნებას აძლევდნენ, მხოლოდ ხორცი, სუთი და კარტოფილი ამოეღოთ, შემდეგ კი, უფრო გრძელვადიანი შენახვის პროდუქტებზეც გადავიდნენ. პოლტავშინაზე მცხოვრები ფიოდორ კოვალენკო იხსენებდა, რომ 1932 წლის ნოემბერში წაიღეს ხორბალი, რამდენიმე ცალი კარტოფილი და ლობიოც კი. ის ყველაფერი, რაც სხვენში იყო. ასევე, გამხმარი მსხალი, ვაშლი და ქლიავი.

ვოლგისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ნატურალურ ჯარიმებს მხოლოდ ეპიზოდურად იყენებდნენ. 1932 წლის აგვისტოში, იმ მიზეზით, რომ გაკულაკებული გლეხები და სხვა „ანტისოციალური ელემენტები“ კოოპერატიულ და საკოლმეურნეო ქონებას იპარავდნენ, სტალინმა ახალი რეპრესიული კანონი შემოიღო. კანონი ასეთი დანაშაულისთვის დახვრეტას და ქონების სრულ კონფისკაციას, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებების შემთხვევაში – პატიმრობის 10 წელს ითვალისწინებდა. გასამართლებულები ამნისტიას არ ექვემდებარებოდნენ. ამ სადამსჯელო კანონს ხალხმა „5 თავთავის კანონი“ შეარქვა, რადგან, ფაქტობრივად, დამნაშავე გამოდიოდა ყოველი ის ადამიანი, ვინც ნებართვის გარეშე, კოლმეურნეობის ყანაში ხორბლის რამდენიმე თავთავი მოიპოვა. ამ კანონის მოქმედების პირველივე წელს 150 ათასი ადამიანი გასამართლდა. კანონის მოქმედების პიკზე, 1932-1933 წლებში, საბჭოთა გაზეთები რეგულარულად აქვეყნებდნენ იმ რაიონების, სოფლების, კოლმეურნეობების და საწარმოების სიას, რომლებიც ვერ ასრულებდნენ გეგმას. იმ მოვალეებს, რომლებიც „შავ დაფაზე“ ხვდებოდნენ, სხვადასხვა სანქციასა და ჯარიმას უწესებდნენ, მათ შორის იყო სანქციები მთელი შრომითი კოლექტივების მიმართ. შიმშილის წლებში ამ სიაში მოხვედრა სოფლის მაცხოვრებლებისთვის განაჩენს ნიშნავდა. „შავი დაფები“ სოფლის შესასვლელებთან იყო მიმაგრებული. სტალინი და ცენტრალური ხელისუფლების წევრები ინფორმირებულნი იყვნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა კონკრეტულ რეგიონებში. სტალინმა ყველაფერი კარგად იცოდა, იღებდა ინფორმაციას სისასტიკის შესახებ ოლქების ხელმძღვანელებისგან, ვინაიდან იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ხვდებოდა, რომ ამ სისასტიკის შეწყვეტა საჭირო იყო, მაგრამ ბელადს „დიადი მიზანი“ ჰქონდა – მას ახალი ცნობიერების შექმნა უნდოდა.
„ჰოლოდომორმა“ კაციჭამიები და შეცვლილი ცნობიერება შობა
ნებისმიერი ფასით გადარჩენა – ამ სურვილმა მშიერი ადამიანები ყველაზე საშინელ დანაშაულამდე მიიყვანა. ეს თემა იმდენად დიდი სისასტიკით არის განმსჭვალული, რომ მასში ჩაღრმავებაც კი რთულია. ცნობილია, რომ ბავშვებს იტყუებდნენ და კლავდნენ, ადამიანები ქრებოდნენ. დარჩა მოგონება კიეველების შესახებაც, რომლებმაც კულიკოვოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში დასახლება გადაწყვიტეს, თუმცა კეთილმა ადამიანმა უთხრა – „გაეცალეთ აქაურობას, თორემ შეგჭამენ“.

ხარკოვში მყოფი იტალიის კონსული სერჯიო გრადენიგო რომში წერდა, რომ მას ურჩიეს, საკონსულოს მოსამსახურეებს არ ეყიდათ არავისგან და არსად ხორცი, ვინაიდან ის შეიძლებოდა ადამიანისა ყოფილიყო. კაციჭამიები, ძირითადად, გრძელვადიანი შიმშილით იყვნენ სიგიჟემდე მისული და საკუთარი შვილების მოკვლაც შეეძლოთ. იყვნენ ისეთი კანიბალები, ვისაც თანასოფლელები პოულობდნენ და ადგილზე კლავდნენ. ზოგს, როდესაც დანაშაულის ადგილზე უსწრებდნენ, აპატიმრებდნენ და ასამართლებდნენ. გასამართლებულების ნაწილი ბელომორის არხის მშენებლობაზე დაასაქმეს. ასეთები ასეულები იყვნენ. 2003 წელს გამოვიდა ალექსეი რიზნიკოვის წიგნი “Їдло-33-го”, ე.წ. „ჰოლოდომორის ლექსიკონი“. მასში შესულია ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რით იკვებებოდა მოშიმშილე რეგიონების მოსახლეობა. წიგნი უნიკალურია. მასში მოთხრობილია ის, თუ რა შეეძლო ეჭამა ათასობით ადამიანს, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებამ არსებობის ყველა გზა მოუსპო – ეს იყო აკაცია, ბარდა, სპირტის წარმოების ნარჩენები, ყვავები, ბეღურები, ზღარბები, ხის ქერქი, ლოკოკინები და ჭიები, ციყვები, ჩიტების კვერცხები. ცნობილია, რომ სპირტის ქარხნების ახლო მდებარეობას ბევრი ადამიანი გადაურჩენია, რადგან ქარხნიდან საწარმოო ნარჩენები სპეციალურ არხში ჩადიოდა. თბილ ამინდებში იქ ჭიები ჩნდებოდნენ. ადამიანები ამ ნარჩენებს და სითხით გაჟღენთილ მიწას აგროვებდნენ. შემდეგ ხარშავდნენ და ამ ტკბილ წყალს სვამდნენ. ჭიებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ისტორიკოსი დემჩენკო წერს, რომ ადამიანები ჭამდნენ ყველაფერს, რაც მოძრაობდა – კალიებს, ბუზებს, თაგვებს, ვირთხებს, ბაყაყებს, ძაღლებსა და კატებს. ბავშვები სახურავებზე და ხეებზე ეძებდნენ ჩიტების კვერცხებს, ხოლო თუ იპოვიდნენ, მათ მარილის და ცხიმის გარეშე წვავდნენ.
რა იყო ჰოლოდომორის მესიჯი და რას მიაღწია სტალინმა?
ჰოლოდომორის წლების შემდეგ სოფლად ვითარება რადიკალურად შეიცვალა. რეპრესიული მიდგომა პოლიტიკური მოტივებით გახლდათ განპირობებული – საჭირო იყო გლეხებისთვის იმის ჩვენება, რომ გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო კოლმეურნეობაში გაწევრიანება, მორჩილება. და მართლაც, წარმოუდგენელი შიმშილის შემდეგ ხელისუფლებას კოლექტივიზაციის პრობლემები აღარ ჰქონია. ჰოლოდომორს გააჩნდა თავისი მკაფიო მესიჯი – გინდა სიცოცხლე? წადი კოლმეურნეობაში!
სტალინმა მთავარ მიზანს მიაღწია – ხალხის ცნობიერება შეცვალა, მომავალი აჯანყებების პოტენციალი გაანადგურა. ასეთი საშინელი შიმშილის შემდეგ ადამიანებმა კარგად დაისწავლეს გაკვეთილი და ბედნიერები იყვნენ, თუკი მინიმუმი ჰქონდათ – სახლი და პურის ნატეხი. სტალინს ესმოდა, რომ ბრძოლა მოგებული იყო, მოსახლეობა დაემორჩილა. ადამიანები მიეჩვივნენ ამ ფორმით არსებობას. 1931-32 წლებში ჯერ კიდევ ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, იმალებოდნენ, იბრძოდნენ. თვლიდნენ, რომ ხორბალი მათი იყო, რადგან მათ იზრუნეს მის მოყვანაზე, მაგრამ უკვე 1933 წლის შემოდგომაზე გლეხი დამორჩილებული იყო, ვინაიდან მას მთელი სისასტიკით გაუსწორდნენ. ის უკვე კოლმეურნეობაში მუშაობდა, ხვდებოდა, რომ ძალიან ცოტას მიიღებდა, მაგრამ სულ არაფერს ეს ჯობდა. საკოლმეურნეო სისტემა „ეფექტურად“ ამუშავდა.
მრავლისმეტყველი ისტორიაა – ჰოლოდომორის მომდევნო წელს კაგანოვიჩი მივიდა სტალინთან და უთხრა: „ცუდი მოსავალია, უნდა მოვემზადოთ, ისევ წავართვათ გლეხებს“.
სტალინმა თქვა: „არაა საჭირო, თვითონ მოიტანენ“.
მან უკვე იცოდა, რომ ბრძოლა მოგებულია, წინააღმდეგობა აღარ იქნება. შემდგომ სწორედ ასეც მოხდა -იღებდნენ ყველაფერს, რაც უნდოდათ, რა მოცულობითაც უნდოდათ.
„ჰოლოდომორმა და „გაკულაკებამ“ ადამიანის წარმოუდგენელი მუტაცია შეძლო – საბჭოელი ადამიანის საბოლოო ფორმირება მოხდა. ეს იყო პასიური ადამიანი, რომელიც ნებისმიერი ზემდგომის აბსურდული ბრძანებების შესასრულებლად იყო მზად; ამ ადამიანს ეშინოდა მოულოდნელობების, არ უყვარდა თავისი შრომა; შეძლებისდაგვარად, არ იცავდა კანონებს; იყო დაცლილი ღირსებისგან. გლეხმა საკუთარ ტყავზე იგრძნო, რომ არავის ნდობა არ შეიძლება, რომ ადამიანი ადამიანისთვის მტერია – მას შეუძლია წაგართვას ბოლო ძროხა და პურის ბოლო ნატეხი.“ – წერს რეცენზიაში წიგნისთვის „გამარჯვება სოფელზე“ ბორის გროზოვსკი. ამ შემთხვევაში, გლეხს მოუწია, უარი ეთქვა გულმოწყალებაზე და საერთოდ, მოყვასისადმი ნებისმიერ გრძნობაზე, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარი ღირსების დაცვაზე. შიმშილი ადამიანობის წართმევის მთავარი ინსტრუმენტი გახდა… და შიმშილის ასეთმა მასშტაბურმა გამოცდილებამ საბჭოთა ადამიანი შექმნა. რეალურად, მაშინდელი კოლექტივიზაცია სამოქალაქო ომს წარმოადგენდა – სოფლის, სოფლის მაცხოვრებლის წინააღმდეგ. გლეხები, რომლებიც ქვეყანას კვებავდნენ, არჩევანის წინაშე დააყენეს – შიმშილით სიკვდილი ან ხელისუფლების უსიტყვო მორჩილება. დღევანდელ დღეს ხშირად ადამიანებმა არც კი იციან, თუ რა ხდებოდა 60-70 წლის წინ, რა იყო სინამდვილეში სტალინიზმი და ჰგონიათ, რომ იმ სახელმწიფოს მათთვის რაიმე ღირებულის მოცემა შეეძლო. არიან ადამიანები, ვინც საბჭოთა ყოფას მისტირის… რეალურად კი, არ იაზრებენ, რომ საბჭოთა კავშირი სწორედ ჰოლოდომორის, გულაგების და უამრავი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლად შეწირვის გზით აშენდა. ამ იმპერიის ნარჩენებზე აგებული სახელმწიფო დღეს თავისი წარსულით იკვებება – თანაც, ამაყად. ასევე, სურს, რომ მსოფლიომ დაივიწყოს ის შოკისმომგვრელი ტკივილი, რაც საბჭოეთმა ადამიანებს მიაყენა. დღესაც ხომ რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ მიზანი საშუალებას ყოველთვის ამართლებს.
ელენა ტაბაღუა