“ვხედავთ, რომ არსებობს პარტიები, რომელთაც იყენებენ იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველო და დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა” – პაპუაშვილი

“ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს პარტიები, რომელთაც იყენებენ იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველო და დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

“სარჩელის ლოგიკა არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს პარტიები, რომლის გამოყენებაც ხდება იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველო, დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა, ვხედავდით ომის პროპაგანდას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და ა.შ. საკითხები, რომელიც კონსტიტუციითაა გაწერილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პარტია აიკრძალოს და გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.

ჩვენი მთავარი სამიზნე არიან ის ორგანიზაციები, გაერთიანება, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მთავარი გამწევი ძალა ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში, – აგერ, მოლდოვაში ახლახან აკრძალეს რამდენიმე პარტია, მანამდე უკრაინაში, გერმანიაში ხდება აკრძალვა პარტიების და, მათ შორის, არაპოლიტიკური ორგანიზაციების აკრძალვაც არის შესაძლებელი,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები