იამაიკა შტორმისთვის ემზადება

იამაიკაში, ორშაბათს საღამოს ან სამშაბათს დილით მოსალოდნელი ქარიშხალი „მელისა“ მეხუთე კატეგორიის ქარიშხლად გადაიქცევა, რაც მას კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის ისტორიაში ყველაზე ძლიერ შტორმად აქცევს.

მეტეოროლოგებმა გაფრთხილება გამოსცეს, რომ ქარიშხალი „მელისა“, რომელიც მე-4 კატეგორიის სიძლიერეს ინარჩუნებს, შესაძლოა გაძლიერდეს და ჩრდილოეთ კარიბის ზღვის აუზში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვიოს.

ოფიციალური პირების თქმით, იამაიკის ზოგიერთი თემი შესაძლოა „კატასტროფულ“ წყალდიდობას ვერ გადაურჩეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები