“როდესაც ბრიუსელი ანტიდემოკრატიულად იქცევა, ის აცდენილია ევროკავშირის პრინციპებს; შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ დაუბრუნდნენ ევროკავშირის პრინციპებს” – პაპუაშვილი
“ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ეს არის გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედება.
“მათ შორის, გაეროს წესდებითაა აკრძალული. ეს არის საქართველოს მიმართ მტრული ქმედება, ხოლო ისინი, ვინც ამ საკითხში ჩართულნი არიან, ამ მტრულ საქმიანობაში თანამონაწილე საქართველოს მოქალაქეები. როდესაც ბრიუსელი ანტიდემოკრატიულად იქცევა, ის აცდენილია ევროკავშირის პრინციპებს. ერთადერთი, შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ დაუბრუნდნენ ევროკავშირის პრინციპებს, ევროპულ ღირებულებებს, თუ არადა ვინ, თუ არა ჩვენ, საბჭოთა კავშირ გამოვლილმა ხალხმა ვიცით და ვხედავთ, საით მიდის ამ გზით ბრიუსელი. მიდის პირდაპირ უკან – საბჭოთა კავშირში“ , – აღნიშნავს პაპუაშვილი.
მისწერეთ კვირა