“გახარიას პარტიის წევრმა განაცხადა, რომ უარს იტყვის მანდატზე, ის კენჭს იყრიდა თბილისის ერთ-ერთ რაიონში, სადაც 67 ათასი ამომრჩეველია, მან მიიღო 369 ხმა, მისი აქ ყოფნა-არყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია, აქედანაც შეგიძლიათ, დაასკვნათ” – პაპუაშვილი

“დღეს იყო განცხადება გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ქალბატონი რუსუდან თევზაძის, რომელმაც თქვა, რომ უარს იტყვის საპარლამენტო მანდატზე, ის კენჭს იყრიდა 4 ოქტომბერს, როგორც მაჟორიტარი თბილისის ერთ-ერთ რაიონში, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი და მან მიიღო 369 ხმა, მისი აქ ყოფნა-არყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია, აქედანაც შეგიძლიათ, დაასკვნათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, თევზაძის მდგომარეობა მისთვის გასაგებია.

„წინა პარლამენტშიც იგივე იყო, გახსოვთ მელიას განცხადება, პუფი იქნება ის, ვინც პარლამენტში შევაო და შემდეგ პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში, მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო არჩევნების აღიარება და რთულ მდგომარეობაში არიან, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ. თუმცა, უფრო უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. დამარცხებულ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან ერთად არ უნდოდა ეღიარებინა საკუთარი მარცხი, დაიწყეს გეგმა ბ-ზე მუშაობა, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება, მიეცათ მარიონეტებისთვის გარედან. ეს გეგმა ჩავარდა, საბოლოოდ კი ჩავარდა 4 ოქტომბერს. აქვე გავიხსენებ, ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, რომელიც პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როცა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. ახლა უწევთ საკუთარ ამომრჩეველთან გაამართლონ სამარცხვინო ქცევა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში არ მუშაობდნენ. ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას შეიძლება, ახლდეს არის ის, რომ შეგვიძლია, პირდაპირ ვნახო, რა დავალებები მოდის გარედან. მათ შორის, არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები