როგორ შევამციროთ გაზის გადასახადი ზამთარში – “თბილისი ენერჯის” განმარტება

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, დავით ბალავაძე განმარტავს, როგორ შეიძლება, ზამთარში გაზის გადასახადი შევამციროთ.

“გაზისგან მიღებული სითბო სწორად უნდა გამოვიყენოთ, რათა გაზი ეკონომიურად მოვიხმაროთ. სწორად გამოყენება რას გულისხმობს: ერთ მაგალითს მოვიყვან, რათა უფრო ნათელი იყოს – გამათბობლის ახლოს რაიმე ავეჯის, ან თუნდაც დივნის დადგმა ოთახში სითბოს განაწილებას აფერხებს. ასეთ შემთხვევაში, გაზს უფრო მეტი რაოდენობით მოიხმართ. წარმოიდგინეთ, გაზის გამათბობლის, ან თუნდაც ცენტრალური გათბობის წყლის რადიატორების პირდაპირ დივანს თუ დავდგამთ, გარკვეულ სითბოს ეს დივანი წაიღებს, სითბოს განაწილება სახლში ნაკლებად მოხდება, ის დანადგარი უფრო მეტ გაზს მოიხმარს, იმ ტემპერატურამდე რომ ავიდეს, რაც მითითებული გვაქვს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახლის ჰერმეტულად შეკვრა. თუ ბევრი ხვრელი არსებობს, საიდანაც სახლში ცივი ჰაერი შემოდის, მაშინ, სახლის გასათბობად, რა თქმა უნდა, გაზიც მეტი გვჭირდება. ძირითადი რჩევა ჩვენი მხრიდან ის იქნება, რომ სახლი ჰერმეტულად შეკრული იყოს, რათა სითბოს ეფექტური გამოყენება მოხდეს” – განაცხადა ბალავაძემ “კვირას” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები