“profilefeeler.com-ზე ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, რაც არასწორია” – კომპანია განცხადებას ავრცელებს

“ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.

“მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები