გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი – 2007 წელს დაბადებული პირი დააკავა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მას ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2008 წელს დაბადებული პირი დააკავა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
მიყენებული დაზიანებებით, ავალიანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა, ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.