გიორგი ვოლსკი: რევოლუციური სცენარი ერთადერთი გზაა, რომელსაც უნდა მიყვნენ, გუბაზ სანიკიძემ მესიჯი ხომ ჩამოიტანა

0

“რევოლუციური სცენარი ერთადერთი გზაა, რომელსაც უნდა მიყვნენ, გუბაზმა მესიჯი ხომ ჩამოიტანა იქიდან, იმედი აქვთ, იქნებ ვინმე დაშავდეს“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ტელეკომპანია “POSTV”-ის თოქშოუში “პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცებთან და ყოფილ ნაცებთან კოალიცია წარმოუდგენელია.
“პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან პარტიები და ხალხს თხოვენ, შეგვაფასეთ, აგვწონეთ და თქვენი ხედვის მიხედვით მოვალთ პარლამენტში. ის დამოკიდებულება, რაც პარტიებს ერთმანეთთან გვაქვს, არ იძლევა იმის მოლოდინს, რომ შეიძლება კოალიციურად შევიკრათ, მიუხედავად განსხვავებისა და ვთქვათ, რომ ხალხის წინაშე ავიღოთ პასუხისმგებლობა და მთავრობა შევქმნათ. ვერც წარმომიდგენია, ნაცებთან და ყოფილ ნაცებთან კოალიცია. რევოლუციური სცენარი ერთადერთი გზაა, რომელსაც უნდა მიყვნენ, გუბაზმა მესიჯი ხომ ჩამოიტანა იქიდან, იმედი აქვთ, იქნებ ვინმე დაშავდეს“, – განმარტა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, უმრავლესობა სტაბილურობის გარანტიაა.
“არსებობს უმრავლესობა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ არსებობს მთავრობა და არსებობს სტაბილურობა“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
ცნობისთვის, “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, “ხელისუფლებას ვაფრთხილებ ღმერთმა დაგვიფაროს ამ გაწევ-გამოწევაში და ამ ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას. ფრთხილად იყავით ბიძინა და პოლიციელებო, ვინმე არ შემოაგაკვდეთ, თორემ სახელით და გვარით მოგაკითხავთ ყველას. ტყავში დაეტიეთ პოლიციელები, აღარ გიჩლიქავთ ენას”.

კომენტარები

კომენტარი