იენს სტოლტენბერგმა ნატოს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა საჭირო.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანული ტელეკომპანიის ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთთან დიალოგი უნდა ვაწარმოოთ, რომ ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესება მოხდეს“, – აღნიშნა ალიანსის ლიდერმა.
მისი თქმით, რუსეთი არის და დარჩება ნატოს უმსხვილეს მეზობლად.
„შეიარაღების კონტროლის საკითხში რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე ვართ“, – დასძინა მან.
სტოლტენბერგმა ალიანსის მეხუთე მუხლთ დაკავშირებითაც გამოთქვა აზრი და აღნიშნა, რომ ის შეთანხმების საკვანძო არსს წარმოადგენს.
„იქამდე, ვიდრე პოტენციურ აგრესორებს ეცოდინებათ, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ორგანიზაციის პასუხს გამოიწვევს, იქამდე ვერავინ დაგვესხმება თავს. სწორედ ამ წესის გამოა ალიანსი მსოფლიოში უძლიერესი ძალა. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა წევრი, მათ შორის საფრანგეთი, შეასრულებენ იმ პირობებს, რომელიც შეთანხმებაშია გაწერილი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ლონდონში 3-4 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები, ალიანსის 70 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბებიან.