ფრანგმა ექიმებმა ჰანტავირუსით ინფიცირება დაუდასტურეს საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც საკრუიზო გემ MV Hondius-დან იყო ევაკუირებული,- ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა სტეფანი რისტმა რადიო „ფრანს ინტერის“ ეთერში განაცხადა.
„ჰანტავირუსის ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა“, – თქვა მან და გულისხმობდა ქალს, რომელსაც ადრე დაავადების სიმპტომები ჰქონდა.
მინისტრმა დაადასტურა, რომ ქალი, საფრანგეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, გემზე იმყოფებოდა. მისი თქმით, მგზავრის მდგომარეობა ღამით, საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ გაუარესდა.
„პაციენტი მკურნალობს ინფექციურ დაავადებებზე სპეციალიზებულ საავადმყოფოში, სადაც პალატებში დანერგილია დამცავი ზომების მთელი რიგი, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, – თქვა რისტმა.
მან დასძინა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ 22 ადამიანი გამოავლინა, რომლებსაც ჰანტავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.
მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ პირობა დადო, რომ საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის მოსახლეობის ჰანტავირუსისგან დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებდა.