ჰანტავირუსის აფეთქების ადგილიდან, MV Hondius-დან, თურქეთის სამი მოქალაქე 10 მაისის საღამოს სტამბოლში გადაიყვანეს და სახლში, კარანტინში მოათავსეს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ გემზე მყოფ თურქეთის მოქალაქეებს ინფექციის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
ასევე, სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჰანტავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გემი წმინდა ელენეს კუნძულზე გეგმიური გაჩერებით შევიდა და მგზავრების ნაწილმა ჩვეულებრივ დატოვა გემი – ზოგმა ტურისტული ვიზიტისთვის, ზოგმა კი მგზავრობის შესაწყვეტად.
მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ გემზე Andes-ის შტამის ჰანტავირუსი იყო გავრცელებული, რის შემდეგაც საერთაშორისო მასშტაბით დაიწყეს იმ მგზავრების ძებნა და მონიტორინგი, ვინც წმინდა ელენედან სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა.