ნეპალის აეროპორტში დაშვებისას Turkish Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს აეროპორტში დაშვებისას სტამბოლიდან მიმავალ „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავს საბურავი გაუსკდა, შედეგად, ხანძარი გაჩნდა.
თვითმფრინავის ბორტზე 289-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 11 წევრი. ყველა მათგანი საავარიო გასასვლელებიდან გაიყვანეს და არავინ დაშავებულა.
ხელისუფლებამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.