წყალტუბოში, საკრებულოს წევრებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისზე ბოქლომის დადება ვერ შეძლეს

ხმაური იყო წყალტუბოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” საკრებულოს წევრები მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისისთვის ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც  ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციამ საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომას აღარ დაესწრებიან.

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ამბობს, რომ დილიდან ბიურო მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში იღებდა, თუმცა ოპოზიციამ პროვოკაცია სცადა.

ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები