ესპანეთის სასამართლო კატალონიის რეფერენდუმში რუსეთის, შესაძლო, ჩარევის ფაქტს განიხილავს

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში რუსეთის დაზვერვის, შესაძლო, ჩარევასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ El País სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოძიება კონცენტრირებულია ე.წ. ელიტურ სამხედრო ქვედანაყოფზე 29155, რომელიც დასავლეთის სპეცსამსახურებმა ევროპაში დესტაბილიზაციის მოწყობაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

რუსეთის „გრუ“-ს ქვედანაყოფის არსებობაზე რუსეთის დამოუკიდებელი მედიაც წერდა. საერთაშორისო დონეზე მათ შესახებ კი, The New York Times ალაპარაკდა.

გამოცემა წერდა, რომ ჯგუფის წარმომადგენლები, დასავლეთის დაზვერვის აზრით, არიან კავშირში მოლდოვის დესტაბილიზაციასთან, ემელიან გებრევის იარაღით ბულგარელი ვაჭრის მოწამვლასთან, მონტენეგროში გადატრიალების მცდელობასთან, ასევე ბრიტანეთის სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლასთან.

მოსკოვმა არაერთხელ უარყო კატალონიის პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევა და შექმნილ კრიზისს ესპანეთის შიდაპოლიტიკური საქმე უწოდებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები