ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო.
პატრიარქს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში 1979 წლის მაისში შედგა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
„ჩემი ვიზიტების დროს ყოველთვის მიხაროდა და აღფრთოვანებული ვიყავი ბულგარელი ხალხის მონოლითური ერთიანობით“, – აღნიშნავდა უწმინდესი.
ბულგარეთის წმინდა სინოდი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს ვრცელ მასალებს პატრიარქ ილია II-ის ვიზიტებისა და იმ სულიერი კავშირების შესახებ, რომელიც მასსა და ბულგარეთის ეკლესიას შორის ათწლეულების განმავლობაში არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.