ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ადამიანის გული დღეს არის დიდი ტკივილით აღსავსე, იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა – საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან

საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ადამიანის გული – არ აქვს მნიშვნელობა, ის მორწმუნე ქრისტიანია თუ არა, რა თქმა უნდა, დღეს არის დიდი ტკივილით აღსავსე იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა. და მისი მთელი ეს მძიმე ჯვარი, რომელიც მან თავის სამშობლოსთან ერთად ატარა, დღეს უფლის წინაშეა. ღმერთმა აცხონოს მისი სული. საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები