აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები